„რასაცა გასცემ შენია,რაც არა...“
დღესდღეობით მრავალი ქართული და
არამარტო ქართული ბიზნეს კომპანიები ხარჯავენ შემოსავლის გარკვეულ ნაწილს ქველმოქმედებაში. განსხვავება არის მათ მიერ
გაცემულ დახმარებათა რაოდენობებსა და
გარემოებაში.გარდა ამისა
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეს ქმედება ფარულია თუ ხდება საჯაროდ,რადგანაც საბაზრო ურთიერთობათა
ეპოქაში,ძალაუფლებისთვის ბრძოლისას მეწარმეები სარგებლობენ არამარტო მორალით
არამედ,გარკვეულწილად სარგებლობის იდეითაც,თუნდაც პიარის სახით.
კეთილი სახელი,დიდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასობრივ მომხმარებელთან მომუშავე საწარმოებისათვის.საქმე ისაა,რომ საქველმოქმედო აქცია გაიგება,როგორც დადებითი ზნეობრივი მნიშვნელობის მატარებელი ქმედება,რომელსაც მორალური ცნობიერება აფასებს როგორც სიკეთეს,ამიტომ,მწარმოებელი,რომელიც ქველმოქმედებას ეწევა,ფასდება,როგორც სიკეთის მატარებელი.ეს თავის მხრივ ქმნის დადებით რეპუტაციას,რაც ნიშნავს,რომ ზრდის მოთხოვნილებას წარმოებულ პროდუქციაზე,რაც უწყობს მოგების ზრდას. მაგალითისთვის,მაშინ როდესაც ვიცი,რომ ნატახტარის ლიმონათის შეძენის შემთხვევაში ,ჩემს მიერ გადახდილი თანხიდან 1 თეთრი საქველმოქმედო ფონდში ირიცხება,რომელიც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ეხმარება,მათი საჭიროების შესწავლის და მათი ინტერესების გათვალისწინების შემდეგ,მაღაზიაში არჩევანის შემთხვევაში,დიდია ალბათობა,რომ მისი შეძენა გადავწყვიტო,მაშინ როდესაც შესაძლოა სრულებითაც არ გამახსენდეს ახალ წელს რუსთავი 2–ის ეთერში გასული სიუჟეტი,თუ როგორ ჩაუტანეს საშობაოდ ან სააღდგომოდ ამავე ბავშვებს ტკბილეული X კომპანიიდან.

კომპანიები,რომლებსაც ქართული ბიზნესის ლიდერთა
როლზე აქვთ პრეტენზია,აცნობიერებენ,რომ წარმატების მისაღწევად და
კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მათ უნდა იხელმძღვანელონ კორპორატიული
სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანტარტებით და აწარმოონ ანგარიშგება
საზოგადოების წინაშე.ყველაფერი მიზანმიმართულია.მათ სურთ დაინახონ თავიანთი
საქმიანობის შედეგები და ამიტომაც ამჯობინებენ დახმარების გაწევას უშუალოდ
მათთვის,ვისაც მათი აზრით,ეს რეალურად სჭირდებათ..
რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა
ბიზნესმენს ან თუნდაც ბიზნეს კომპანიას.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდი
შემოსავლის მქონდე კერძო პირები ან კომპანიები ეწევიან ქველმოქმედებას სრულიად უანგაროდ და ეს ერთ-ერთი ის ნიშანია რომლითაც
მათ შეუძლიათ დაიმკვიდრონ ადგილი „მაღალ ეშელონებში“.უდავოა რომ ძალიან კეთილი საქციელია როდესაც ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი,ან თუნდაც კომპანია ეხმარება მათთვის სრულიად უცხო
ადამიანს იმ შემოსავლით რომელიც თავისი შრომით მოიპოვეს. თუნდაც მაგალითისთვის ავიღოთ მილიარდერი ქველმოქმედი ჩაკ ფინი,რომელმაც ბოლო
30 წლის განმავლობაში შესწირა საქველმოქმედო საქმიანობას 6 მილიარდი დოლარი და
2016 წლამდე გეგმავს გაიღოს მთელი დანარჩენი ნაწილი .(მისი ქონება დღესდღეობით
შეადგენს 7,5 მილიარდ დოლარს) .ბილ გეითსის სიტყვებით–”ჩაკ ფინი,ეს იდეალური
მისაბაძი მაგალითია,თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სიკეთე ცხოვრებაში,მე ოდნავ მაინც
მშურს მისი .”
ბიუჯეტი
|
სიმდიდრის წყარო
|
ქველმოქმედებისთვის
გაღებული თანხა
|
|
ბილ გეიტსი
|
$66 მილიარდი
|
Microsoft
|
ზუსტი ინფორმაცია არ
მოიპოვება
|
უორენ ბაფეტი
|
$46 მილიარდი
|
Berkshire Hathaway
|
$146 მილიონი
|
ლარი ელისონი
|
$41 მილიარდი
|
Orcale
|
$140 მილიონი
|
ჩარლზ კოხი
|
$31 მილიარდი
|
სხვადასხვა
|
ზუსტი ინფორმაცია არ
მოიპოვება
|
დევიდ კოხი
|
$31 მილიარდი
|
სხვადასხვა
|
$200 მილიონი
|
გარდა ჩაკ ფინისა რა საკვირველია არსებობენ
სხვა ქველმოქმედებიც,რომლებიც თავიანთი ქონების ნაწილს საქველმოქმედო საქმიანობას
წირავენ.ჟურნალ Forbes-მა გამოაქვეყნა ტოპ 20
ქველმოქმედი,რომელთაგანაც ტოპ ხუთეულს შემდეგ ცხრილში წარმოგიდგენთ:
მოცემული მსჯელობა უფრო კრიტიკული
ხასიათისაა, მაგრამ კარგად ასახავს რეალობას. შეუძლებელია სახელმწიფოს,ბიზნესისა
დამოქალაქეების ქველმოქმედებამ შედეგი გამოიღოს თუკი სწორი მიზნები არ არის
დასახეული.თუმცა
მთავარი მაინც ის არის, რომ რაც არ უნდა იდგეს ამ ქმედებათა უკან, რეალურად იმ ადამიანებს, რომელთაც ეხმარებიან ანიჭებენ ბედნიერებას და უმსუბუქებენ იმ გასაჭირს, რასაც სიღარიბე ქვია,რადგანაც ადამიანთა ერთობას თუნდაც მცირე თანხის გაღებით შეუძლიათ ზალიან ბევრი კეთილი საქმე აკეთონ.

No comments:
Post a Comment